14 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ამაზე საუბრობენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენი პარტნიორები ქვეყნის გარეთ - ხათუნა სამნიძე

პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა იმართებოდეს არა ერთი კონკრეტული სუბიექტის მიერ, არამედ უნდა იყოს ძალაუფლება დაბალანსებული. ამ განცხადებით, ის "ხალხის ძალის" წევრის ზურაბ ქადაგიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება.

"ჩვენი კანონპროექტი ემთხვევა იმ რეკომენდაციებს, რომელიც წამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდანაც და სახალხო დამცველის აპარატიც ამ მიდგომას იზიარებს, რომელიც უკავშირდება ძალთა დაბალანსებას, ანუ ძალაუფლების დაბალანსებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მარტივი ფილოსოფია დევს ამაში, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა იმართებოდეს არა ერთი კონკრეტული სუბიექტის მიერ, არამედ უნდა იყოს ძალაუფლება დაბალანსებული, რომ გავლენის ჯგუფს დაუსუსტდეს თავისი საცეცები,“ - აცხადებს ანა ბუჩუკური.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ დღეს ქვეყანას არ აქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ამაზე საუბრობენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ასევე პარტნიორები ქვეყნის გარეთ. მისი თქმით, ამ მხრივ სერიოზული ნაბიჯებია გადასდგმელი.

"წლების მანძილზე, შეერთებული შტატები და ევროპა საკუთარი რესურსებით ცდილობდა გვერდში დადგომოდა საქართველოს, იმისთვის რომ მართლმსაჯულებაში განხორციელებულიყო საჭირო რეფორმები. დღეს ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ამაზე საუბრობენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენი პარტნიორები ქვეყნის გარეთ და ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი და აქ ბარიერს ქმნის მხოლოდ ქართული ოცნება. პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომელზეც იმუშავა ოპოზიციამ ერთობლივად და წარადგინა იმისთვის, რომ განვიხილოთ, როგორ უნდა მოხდეს რეფორმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში," - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

დღის ამბები