14 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
"არის აშკარა მცდელობა, რომ აღდგეს ნაცმოძრაობის თუნდაც მცირედი გავლენა სასამართლო ხელისუფლებაზე" - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშკარად არის მცდელობა იმისა, რომ ოპოზიციამ სასამართლო სისტემაზე გავლენა მოიპოვის. 

"არის აშკარა მცდელობა, რომ აღდგეს ნაცმოძრაობის თუნდაც მცირედი გავლენა სასამართლო ხელისუფლებაზე და სამწუხაროა, რომ სხვადასხვა სუბიექტი არის ჩართული ამ მცდელობაში, ნებსით თუ უნებლიეთ. მე არ ვიცი რა არის ამის მიზეზი, მაგრამ ხშირად შემოდის ხოლმე, მათ შორის პარლამენტში ისეთი ინიციატივები, რომლის პირდაპირი მიზანია ნაცმოძრაობის პოლიტიკური გავლენის აღდგენა სასამართლო ხელისუფლებაზე. მაგალითად, კვალიფიციური უმრავლესობის წესი, რომელიც არის შემოთავაზებული სხვადასხვა სუბიექტის მიერ, სწორედ ამას ემსახურება. ხშირად გვესმის ხოლმე ინიციატივები ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს სასამართლოდ წმენდას, ახალი კადრების შემოყვანას, მათ შორის ნაცმოძრაობის ჩართულობით. ასეთი ინიციატივები არის ჩვენთვის რადიკალურად მიუღებელი და ასეთ ინიციატივებს ბუნებრივია ვერც წარსული ვიზიარებდით და ვერც მომავალში გავიზიარებთ. ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს, თუ რა შედეგამდე მიიყვანა ქვეყანა იმან, როდესაც ნაცმოძრაობას ჰქონდა კონტროლი სასამართლო ხელისუფლებასთან და ჰქონდა გავლენა საკადრო გადაწყვეტილებებზე სასამართლოსთან დაკავშირებით," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები