14 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
იმისთვის რომ რუსეთი ომში დამარცხდეს, საჭიროა ევროპის ერთიანობა - ეს არის ომი არა მხოლოდ უკრაინის, არმედ ევროპის უსაფრთხოების წინააღმდეგ - ანალენა ბერბოკი

იმისთვის რომ რუსეთი ომში დამარცხდეს, საჭიროა ევროპის ერთიანობა. ეს არის ომი არა მხოლოდ უკრაინის, არმედ ევროპის უსაფრთხოების წინააღმდეგ ,- ეს განცხადება გერმანიის პირველმა დიპლომატმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან გააკეთა.

"პრეზიდენტ პუტინს სურს ევროპა უკან დააბრუნოს ძალაუფლების პოლიტიკით დომინირებულ გზაზე. ეს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ კი არა, ევროპის უსაფრთხოების წინააღმდეგ არის. უნდა ვაჩვენოთ პუტინს, რომ წარმატება ვერ მიაღწევს. ევროპის საბჭომ, ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ მკაფიო და ერთიანი პოზიცია რუსეთის ომის წინააღმდეგ. ჩვენ ერთობლივად მივეცით ხმა რუსეთის საბჭოდან გარიცხვას და ნათლად განვაცხადეთ, რომ საბჭო დგას უკრაინის მამაცი ქალების, კაცებისა და ბავშვების გვერდით, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ქვეყნისა და თავისუფლებისთვის, ასევე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის მთელ ევროპულ კონტინენტზე. სწორედ ამიტომ, ზაფხულში ტურინში გამართულ მინისტრთა კომიტეტის ბოლო შეხვედრაზე, მე მხარი დავუჭირე ევროპის საბჭოს მეოთხე სამიტს, რომელიც ახლა გაიმართება რეიკიავიკში, ისლანდიის თავმჯდომარეობით. მომავალ სამიტზე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა შევქმნათ საბჭო ევროპის ისტორიაში ახალი ეპოქისთვის. ამიტომ, თუ გვინდა ვაჩვენოთ, რომ მიუხედავად რეპრესიებისა და ომისა, ჩვენს კონტინენტზე დემოკრატიის ძალა და ევროპის სული ურყევი რჩება, მაშინ უნდა ავდგეთ და ვიბრძოლოთ მისთვის. მოდით მხედველობაში ვიქონიოთ ეს რეიკიავიკის სამიტისთვის მზადებისას," - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი.

დღის ამბები