14 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, ამიტომ ეს რეზოლუცია ასახავს არსებული სიტუაციის სიმძიმეს - ირაკლი ჩიქოვანი 

"რა თქმა უნდა იმას ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ბარბაროსულ ომში, რაც რუსეთს აქვს უკრაინის წინააღმდეგ" - ამის შესახებ განცხადება ირაკლი ჩიქოვანმა ​ევროპის საბჭოს სხდომათა დარბაზში გააკეთა, სადაც რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებული დოკუმენტი მიიღეს. 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, ამიტომ ეს რეზოლუცია ასახავს არსებული სიტუაციის სიმძიმეს. 

"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა დიდი ხანია დაწყებულია და ქართული სახელმწიფო სწორედ ამის მსხვერპლია. ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, ამიტომ ეს რეზოლუცია ასახავს არსებული სიტუაციის სიმძიმეს და ასევე ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებს," - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მაღალი მხარდაჭერით მიიღო რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებული დოკუმენტი. მათ შორის ცვლილება, რომელიც საქართველოს დელეგაციის მიერ იყო შეთავაზებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროპის კონტინენტი უპრეცედენტო გამოწვევის წინაშეა და საჭიროა მასზე პასუხის გაცემა. აქვე აღნიშნულია, რომ უკრაინაში ომი იმ სამხედრო აგრესიის გაგრძელებაა, რომელიც რუსეთმა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა. რეზოლუციას 88-ა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 


დღის ამბები