14 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
იზიარებენ თუ არა კოლეგები ხაბეიშვილის განცხადებას სააკაშვილის "ფიზიკურად გამოხნასთან" დაკავშირებით

ლევან ხაბეიშვილი სააკაშვილის ფიზიკურად გამოხსნაზე საუბრობს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ამომრჩეველს ჰპირდება, რომ იბრძოლებს ბოლომდე, მათ შორის, ფიზიკურ წინააღმდეგობაში. ეს განცხადებები ლევან ხაბეიშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გააკეთა.

იზიარებენ თუ არა მის პოზიციას მისი კოლეგები - "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს.

"მე ვემხრობი არა ხაბეიშვილის ან რომელიმე კონკრეტული ადამიანის პოზიციას, მე ვემხრობი იმ პოზიციას, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილი. ის რომ ვიღაცა დააკომპლექსონ რადიკალიზმით, სიტყვა რევოლუციის ხსენებით, ეს არის ის რაც სჭირდება "ქართულ ოცნებას," - განაცხადა ანა წითლიძემ.

რაც შეეხება ენმ-ის წევრის და ნიკა მელიას მხარდამჭერს ბაჩო დოლიძეს, მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სახელით სპეკულირება ბოლო პერიოდში ამაზრზენი და ცუდი საყურებელი გახდა. მისივე თქმით, ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, რასაკვირველია, პარტიაში გუნდი სხვანაირად დაკომპლექტდება.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ ბათუმში მისი მხარდამჭერებიც. ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რევაზ ხარაზი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებენ და ასევე, იმ ადამიანების, ვინც "შიმშილით კვდებიან. "

"ნუ შეგვეშინდება სიტყვა რევოლუციის. დიახ - დესტრუქციულიც უნდა იყო მაშინ, როდესაც შენ რუსულ ხელისუფლებას ებრძვი," - განაცხადა რევაზ ხარაზიმ.

დღის ამბები