"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ. რატი იონათამიშვილის შეფასებით, სასაცილოა, როდესაც ხაბეიშვილის მსგავსი ადამიანები რევოლუციურ სცენარზე იწყებენ საუბარს.
"აღიარეს, ფაქტობრივად, რომ მათ დემოკრატიული პროცესებით არანაირი წარმატების მოპოვება არ შეუძლიათ და მხოლოდ რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. მეორეს მხრივ, ძალიან სასაცილო არის, როდესაც რევოლუციაზე ასეთი პერსონაჟები იწყებენ საუბარს, როგორიც არის ხაბეიშვილი ან ამ პარტიის სხვა დანარჩენი კანდიდატები. გააგრძელონ ამ სულისკვეთებით საუბარი, ამით ერთადერთი რასაც მიიღებენ არის, რომ კიევ უფრო მეტად დააჩქარებენ "ნაციონალური მოძრაობის" გაქრობის პროცესს ქართული პოლიტიკური სივრციდან," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილი სააკაშვილის ფიზიკურად გამოხსნაზე საუბრობს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ამომრჩეველს ჰპირდება, რომ იბრძოლებს ბოლომდე, მათ შორის, ფიზიკურ წინააღმდეგობაში.