14 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში მოისმინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის უფროსს შალვა ლომიძეს შეხვდა. შალვა ლომიძემ პრემიერ-მინისტრს სამსახურის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში წარუდგინა.  

პრემიერ-მინისტრმა და დაზვერვის სამსახურის უფროსმა განიხილეს 2023 წლის გეგმები და სამსახურის განვითარების პრიორიტეტები.  

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმოიხილეს აგრეთვე რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.

დღის ამბები