14 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
ტერიტორია არის ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი და ამ პროექტის განხორციელება განაპირობებს ქალაქის მნიშვნელოვანწილად გაკეთილშობილებას - გიორგი ტყემალაძე ლაგუნა ვერეზე

ლაგუნა ვერეს მუნიციპალიტეტისთვის გადაცემას, თბილისის საკრებულოში ისტორიულ გადაწყვეტილებად აფასებენ.

საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს თბილისისთვის მნიშვნელოვანი ადგილია და გადაწყვეტილება ურბანული განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

მისივე თქმით, ყველა მხარემ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი უნდა შეიკავოს. იგივე პოზიცია აქვთ პარლამენტშიც.

"ცალსახაა, რომ არის საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობა. არის საუბარი ძალიან ბევრ უზუსტობებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ტერიტორია არის ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი და მიგვაჩნია, რომ  ამ პროექტის განხორციელება განაპირობებს ქალაქის მნიშვნელოვანწილად გაკეთილშობილებას,"- აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.

დღის ამბები