ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, განცხადება, რომელშიც ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გააკეთა, უპასუხისმგებლოა და მას სერიოზულად ვერ აღიქვამს.
"განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ გაიტაცებს თუ მოიტაცებს მიშა სააკაშვილს, გამოიხსნის, არის პათეტიკური და უპასუხისმგებლო, რომელსაც, რა თქმა უნდა, განხორციელება არ უწერია. ეს ალბათ უფრო გათვლილია პარტაქტივის იმ ძალიან პატარა ჯგუფზე, რომელსაც შეიძლება, რაღაც ემოცია აღეძრას, როდესაც ასეთ განცხადებას მოისმენს," - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილი სააკაშვილის ფიზიკურად გამოხსნაზე საუბრობს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ამომრჩეველს ჰპირდება, რომ იბრძოლებს ბოლომდე, მათ შორის, ფიზიკურ წინააღმდეგობაში.