14 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
არაფერი ძალადობრივ დახსნაზე საუბარი არ არის, ის ემოციურად რისთვის არის მზად, იმაზე საუბრობს - პეტრე ცისკარიშვილი ლევან ხაბეიშვილზე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილის განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, განხილვის თემაა ენმ-ში.

ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ხაბეიშვილმა ემოციურად საუბრობდა არანაირ ძალადობრივ დახსნაზე არ არის საუბარი.

"არაფერი ძალადობრივ დახსნაზე საუბარი არ არის. ის [ლევან ხაბეიშვილი] ემოციურად რისთვის არის მზად იმაზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას დღის წესრიგში. ჩვენ არც არაფერი გვიკვირს, უბრალოდ ამისთვის მოიცალეს და ამ წარდგინებებს აკეთებენ, მაშინ როდესაც სხვა მრავალი გამოწვევა არის, ამ ყველაფერზე უნდა ვკონცენტრირდეთ," - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ხატია დეკანოიძე კი თანაპარტიელებს მოუწოდებს, განცხადებებში ფრთხილად იყვნენ.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილი სააკაშვილის ფიზიკურად გამოხსნაზე საუბრობს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ამომრჩეველს ჰპირდება, რომ იბრძოლებს ბოლომდე, მათ შორის, ფიზიკურ წინააღმდეგობაში.

დღის ამბები