27 აპრილი 2024,   02:24
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის დაბადების დღეს ულოცავს.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვება იქნება.

“ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ, რომ მომავალი დაბადების დღე თავისუფალ და გაერთიანებულ უკრაინაში გეზეიმოთ!

გისურვებთ სიძლიერესა და გამძლეობას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის ამ დაუღალავ ბრძოლაში!

თქვენი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვება იქნება! დიდება უკრაინას!," - წერს პრეზიდენტი "ტვიტერზე“.

დღის ამბები