14 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
ორმაგი სტანდარტი - მმართველ გუნდში კელი დეგნანის მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებენ 

ორმაგი სტანდარტი - ასე აფასებს უმრავლესობა კელი დეგნანის პასუხს. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ის რაც დანაშაულია ამერიკაში, საქართველოშიც დანაშაულია და შეფასებები უნდა იყოს ერთგვარი და ადეკვატური.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა ვის მიერაც არ უნდა მოხდეს ეს, რა თქმა უნდა, დანაშაულია და ამაზე ორმაგი სტანდარტები არ უნდა არსებობდეს. 

"ის ქმედება, რომელიც მიჩნეულია დანაშაულად სხვა ქვეყანაში და იგივე ჩვენს სტრატეგიულ მეგობართან შეერთებულ შტატებში, იგივე ქმედება ჩვენს ქვეყანაშიც მიჩნეულია დანაშაულად. ამიტომ, შეფასებები უნდა იყოს ერთგვარი და ადეკვატური, როგორც შეერთებულ შტატებთან მიმართებით, თუკი მსგავს ფაქტს ექნება ადგილი, ისევე საქართველოსთან მიმართებით. ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა ვის მიერაც არ უნდა მოხდეს ეს, რა თქმა უნდა, დანაშაულია და ამაზე ორმაგი და სამმაგი შეფასებები და სტანდარტები ცხადია არ უნდა არსებობდეს," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი კელი დეგნანის პასუხს აკრიტიკებს და ამბობს, რომ დიპლომატი ისეთ განცხადებებს, რომელიც პირდაპირ აზიანებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, არ უნდა აკეთებდეს.

"ეს არა დიპლომატიური, არამედ იყო განცხადება ანტი პარტნიორული, ანტი ამერიკული და ანტი ქართული. იმიტომ რომ უცხო ქვეყნის ელჩი არ საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ის რაც თავის ქვეყანაში დასჯადია, სხვა ქვეყანაში შეიძლება არ იყოს დასჯადი. მაგალითად, მან უწოდა ჰიპოტეტური ისეთ საჯაროდ აღიარებულ ფაქტს და კანონდარღვევას, რომელსაც თავად ბრალდებულიც კი მისი მხარდამჭერები არ უარყოფენ. აქ დიპლომატია არაფერ შუაში არ არის, სამწუხაროდ, დიპლომატი ასეთ განცხადებებს, რომელიც პირდაპირ აზიანებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, არ უნდა აკეთებდეს," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

კელი დეგნანი ჟურნალისტის შეკითხვას, ამერიკის რომელიმე ყოფილი პრეზიდენტი საზღვრის დარღვევით რომ შესულიყო შეერთებული შტატების ტერიტორიაზე როგორი იქნებოდა მათი პოზიცია და არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ქმედება საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი, ელჩი პასუხობს რომ შეკითხვა ჰიპოთეტურიადეგნანის განცხადებით, ამერიკა სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

დღის ამბები