14 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ,  მრავალმხრივი ზეწოლა მოახდინონ საქართველოზე, ამის ერთ-ერთი შემადგენელია ივანიშვილი აიძულონ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩაერთოს - ხუნდაძე

"ხალხის ძალის" დამფუძნებელი CS Victims სტატიას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში. ხუნდაძე იმედს გამოთქვამს, რომ საბანკო საკითხები გათავისუფლებული იქნება პოლიტიკისგან.

"არსებობს გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ, რომ მრავალმხრივი ზეწოლა მოახდინონ საქართველოზე. ამის ერთ-ერთი შემადგენელია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩაერთოს. იძულების ერთ-ერთ ბერკეტად გამოყენებულია მისი ფინანსური რესურსები საბანკო ურთიერთობაში. ასეთი საკითხები აზიანებს საბანკო სექტორს, როცა სახეზეა პოლიტიკური მიზნები," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში. საერთაშორისო პრესა აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც დაწვრილებით არის გადმოცემული სამართლებრივი დავის დეტალები. პრესაში გავრცელებულია ივანიშვილის წარმომდგენლების განცხადება, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერი ამტკიცებს, რომ ბანკი ქმნიდა მოლაპარაკების ილუზიას და ბანკის ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, განაგრძობდა პოლიტიკური ზეწოლის კამპანიას ყოფილი კლიენტის წინააღმდეგ.

 
დღის ამბები