"იზრუნე მომავალ თაობაზე, გააზიარე გამოცდილება და ცოდნა" - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნა.
მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებმა მიულოცეს. სამსახუროებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების მოწმობები საბაჟო დეპარტამენტის 18 მებაჟე ოფიცერს გადაეცა. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსისა და საერრთაშორისო ორგანიზაციების წარმომედგენლებიც ესწრებოდნენ.