14 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
პარტია "მოქალაქეები" ვეტერანთა კოდექსის შექმნის ინიციატივით გამოდის

პარტია "მოქალაქეები" ვეტერანთა კოდექსის შექმნის ინიციატივით გამოდის. ალეკო ელისაშვილის განმარტებით, ევროპის ქვეყნებში არსებული პრაქტიკის საქართველოში გადმოტანით შეიქმნება ერთიანი საკანონმდებლო სივრცე, რომელიც დაარეგულირებს ვეტერანისთვის სტატუსის მინიჭებას, ასევე განსაზღვრავს სოციალური და ჯანდაცვის პაკეტებს. საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს ის სთავაზობს ყველა დაინტერესებულ მხარეს, სხვა პარტიებს და ხელისუფლებას. 

"ვიწყებთ მუშაობას ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, ეს არის ვეტერანთა კოდექსი. ჩვენ გვინდა, რომ შევქმნათ და შეიქმნას საქართველოში პირველად ვეტერანთა  კოდექსი და მე მოვუწოდებ ყველას, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, ასევე განსაკუთრებით ოპოზიციონერ კოლეგებს, მე ვქმნი სამუშაო ჯგუფს და ყველას ვპატიჟებ, იმიტომ რომ ვეტერანების თემა არის ღირსება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოსი,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

 

დღის ამბები