14 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
"იქ მარტო ჯიშკარიანი ხომ არ არის, იქ მთელი ჯგუფი იყო ექიმების, რომლებსაც ძალიან მაღალი რეპუტაცია აქვთ" - გიული ასალანია

იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ "ემპათიის" მიერ გამოტანილი დიაგნოზები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არ არის სარწმუნო და უტყუარი, უნდობლობას უცხადებს გიული ალასანია.

მიხეილ სააკაშვილის დედა ამბობს, რომ ის რაც მოისმინა, მისთვის არადამაჯერებელი იყო.

"ის, რაც მოვისმინე, იყო ძალიან ზედაპირული და ძალიან არადამაჯერებელი ჩემთვის. ძალიან ბევრმა ექიმმა მოაწერა ამ დასკვნას ხელი და იმ ექიმებს მე ძალიან ვენდობი. ადამიანი, 2021 წლის ოქტომბრიდან აკვირდებოდა ამ პაციენტს. იქ მარტო ჯიშკარიანი ხომ არ არის, იქ მთელი ჯგუფი იყო ექიმების, რომლებსაც ძალიან მაღალი რეპუტაცია აქვთ," - აცხადებს გიული ალასანია.

განცხადება ამავე თემასთან დაკავშირებით გააკეთა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სოფო ჯაფარიძემ.

"ვივა მედის" დასკვნა, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური სტატუსთან მიმართებაში არის იდენტური, რაც არის ემპათიის დასკვნა და ამით ჩვენ გვიჩნდება კითხვები, თუ ეს დასკვნები არის არარეალური, თუ ეჭვქვეშ აყენებს ამ დასკვნებს სამხარაული და იუსტიციის სამინისტრო, მაშინ რატომ იმყოფება პაციენტი მათივე სურვილით აღნიშნულ კლინიკაში, რატომ არ ხდება მისი სხვა კლინიკაში გადაყვანა,“ - აცხადებს სოფო ჯაფარიძე.

დღის ამბები