უკრაინის პარტია "ბატკივშჩინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო დუბაიში, სანაპიროზე დააფიქსირეს
"Украинская правда"-ს ჟურნალისტებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც დაფიქსირებულია, როგორ ისვენებს იულია ტიმოშენკო 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Kempinski-ის სანაპირო ზოლზე, რომელიც კუნძულ პალმ ჯუმეირაზე მდებარეობს.
ვიდეო 5 იანვარს არის გადაღებული.
როგორც უკრაინელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, მედიის წარმომადგენლები თავად ტიმოშენკომაც შეამჩნია და მათგან სახის დაფარვას ცდილობდა, შემდეგ კი სანაპირო დატოვა.