14 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
"გირგვლიანის შემთხვევა არაობიექტურად შუქდებოდა, დღეს ვნანობ, რომ შსს მინისტრი მაშინ არ გავათავისუფლე" - მიხეილ სააკაშვილი

პატიმრის აღსარება "ვივამედის" პალატიდან და კულისებიდან გამოსული ვანო მერაბიშვილი - მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემასთან არ გამორიცხა, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ. 

"შპიგელთან" ინტერვიუში ათწლიანი მმართველობაც გაიხსენა და თქვა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს სამწუხარო შემთხვევებიც იყო, როგორც გირგვლიანის შემთხვევა, რომელიც არაობიექტურად შუქდებოდა. დღეს კი, 28 იანვარს, გირგვლიანის მკვლელობიდან ზუსტად 17 წლის შემდეგ ნანობს, რომ მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი არ გაათავისუფლა. სააკაშვილის ინტერვიუს მალევე მოჰყვა მერაბიშვილის პასუხიც.

"არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა, არ აღიარებს და არ ცნობს ჩემს ბრალეულობას და ჩემ მიმართ გამოტანილ განაჩენებს. მე მინდოდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ცუდი დრო დაემთხვა - ცოტა ხანში რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინასთან. არც ის არის გამორიცხული, რომ ვიღაც ადამიანები, ვინც ჩემს დაბრუნებას გეგმავდა 2021 წლის ოქტომბერში, რუსეთის შემოგზავნილი აგენტები იყვნენ.

2004 წელს საქართველო იყო არშემდგარი სახელმწიფო უმოქმედო ინსტიტუტებით. ჩემი პრეზიდენტობის დროს მშპ გაოთხმაგდა, კორუფცია თითქმის გაქრა და ევროპული ინტეგრაციის გზას დავადექით. რა თქმა უნდა სამწუხარო შემთხვევებიც იყო, როგორც გირგვლიანის შემთხვევა, რომელიც არაობიექტურად შუქდებოდა. დღეს ვნანობ, რომ შსს მინისტრი მაშინ არ გავათავისუფლე," - თქვა სააკაშვილმა.

დღის ამბები