14 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
რუსული სპეცსამსახურების მიზანი იყო ომის დროს სააკაშვილი ზელენსკის გვერდით არ ყოფილიყო - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუს მისი დედა გიული ალასანია ეხმიანება.

ალასანიას თქმით, რუსული სპეცსამსახურების მიზანი იყო ომის დროს სააკაშვილი ზელენსკის გვერდით არ ყოფილიყო.

"არავითარი ქართველი იქ არ იგულისხმება, ლაპარაკია უკრაინაზე. სადაც ნახავდნენ, აეროპორტი იქნებოდა, კაფე თუ რაღაც ქუჩა, მიდიოდნენ და არწმუნებდნენ, რომ მისი ჩამოსვლა სასწრაფოდ არის აუცილებელი და ეს უნდა მოხდეს ოქტომბრამდე, უსათუოდ ოქტომბრამდე. რატომ? იმიტომ, რომ მზადდება სწორედ აი ეს ოპერაცია უკრაინაში და ამ დროს ის არ უნდა ყოფილიყო ზელენსკის გვერდით, ეს იყო ამოცანა და ამ ამოცანას მიაღწიეს, მიაღწია კრემლმა. 

ვანო მერაბიშვილზე აზრი არაერთხელ ადრე უთქვამს, იგივე, რაც იქ არის დაბეჭდილი. ახლა ამ მოვლენებთან არავითარი კავშირი არ აქვს," - აცხადებს გიული ალასანია. 

დღის ამბები