"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებს მმართველ გუნდში აფასებენ.
"ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პრობლემა არა თავმჯდომარეში, არამედ პარტიის ფუნდამენტურ შეხედულებებშია.
"ნაციონალური მოძრაობის" დაშლის პროცესი არათუ დაწყებულია, არამედ ეს არის შეუქცევადი და დამსახურებული. ცხადია, ჩვენ სხვა მოლოდინი არ გაგვაჩნია, როგორც ვატყობ, მათ ამომრჩეველსაც კი არ აქვს სხვა მოლოდინი.
ამ პარტიამ საკუთარი არსებობის მანძილზე არაფერი შესთავაზა საზოგადოებას, გარდა პოლარიზაციისა და დაპირისპირების, ბინძური მეთოდებით ქიშპობის გარდა. შესაბამისად, ძალიან კარგია რომ ეს პოლარიზებით სავსე, ბრჭყალებში პოლიტიკური გაერთიანება, დატოვებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეს," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.