14 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
გინება და შეურაცხყოფა საჯაროდ სოციალურ ქსელში - ერთმანეთს რომეო საჯაია და პეტრე ცისკარიშვილი  დაუპირისპირდნენ

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება ახალ ეტაპზე გადავიდა. დაპირისპირებული მხარეები ამჯერად არა ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი და ყოფილი პროკურორი რომეო საჯაია არიან.

ცისკარიშვილი და საჯაია ერთმანეთს ღიად, სოციალურ ქსელში დაუპირისპირდნენ, სადაც ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.  

დაპირისპირება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.

 

No description available.

დღის ამბები