14 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ არანაირი მეორე ტური არ იქნება, დასაკარგი დრო "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. ვის ანდობს ამომრჩეველი პარტიას - საბოლოო პასუხი ორშაბათს, 12 საათზე გახდება ცნობილი. 

პირველი განცხადება გააკეთა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც აცხადებს, რომ მეორე ტური არ იქნება და ის ამომრჩევლებს კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.

"ამ დროისთვის, 51%-ზე მეტმა რეგისტრირებულმა მისი ხმა დააფიქსირა უკვე. მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ არანაირი მეორე ტურები "ნაციონალურ მოძრაობაში" არ იქნება, არანაირი დასაკარგი დრო "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს, ისედაც ბევრი დავკარგეთ ჩვენდა სამწუხაროდ, მათ შორის ნოემბრიდან მოყოლებული სამი თვის განმავლობაში, კარგი იქნებოდა, რომ უფრო სწრაფად დაგვემთავრებინა ეს პროცესი. მაგრამ ახლა მე მინდა დარჩენილ 49%-ს მოვუწოდო, მიიღეთ მონაწილეობა და გახდით ცვლილებების თანამონაწილე," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

გიორგი მუმლაძის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი, ალექსანდრე მილორავა აცხადებს, რომ ხმის მიცემის პროცესში ამომრჩეველთა აქტიურობა მაღალია.

"აქტივობა არის ძალიან მაღალი, დიდია ჩართულობა ამომრჩევლების. ჩვენი მოლოდინი, რა თქმა უნდა, არის რომ გიორგი მუმლაძემ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს ექნებათ თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევანის შესაძლებლობა. ტექნიკურად ყველაფერი გამართულია, მხოლოდ და მხოლოდ ზოგიერთ აბონენტს ვერიფიკაციის კოდი მისდის დაგვიანებით, მაგრამ აუცილებლად მიდის ყველასთან და მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ მიიღონ მონაწილეობა ხმის მიცემაში. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველას, ვისაც კოდი არ მიუვა დროულად, დაელოდონ. აუცილებლად გექნებათ ხმის მიცემის შესაძლებლობა," - აცხადებს დიმიტრი ჩიქოვანი.  

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ პარტიის მხარდამჭერები ცვლილებების მოლოდინში არიან.

"როგორც ხედავთ, საკმაოდ მაღალი აქტივობაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიის მხარდამჭერები არიან ცვლილებების მოლოდინში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ლევან ხაბეიშვილი პირველივე ტურში, დამაჯერებლად გაიმარჯვებს და რომ პარტია გახდება ენერგიული, აქტიური და ბრძოლისუნარიანი," - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

დღის ამბები