14 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ გასული წლის ანგარიში და 2023 წლის გეგმები წარადგინა

გასული წლის ანგარიში და 2023 წლის გეგმები კრებას ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ დავით ფუტკარაძემ წარუდგინა.

შშმ პირთათვის ადაპტირებული სანოტარო ბიუროები ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაა. ამისთვის უკვე ჩაატარდა თბილისში არსებული სანოტარო ბიუროების კვლევა და მომზადდა ცვლილების პროექტიც, რომელიც ბიუროების შშმ პირებისათვის ადაპტირებას ითვალისწინებს.

ნოტარიუსთა საერთო კრებაზე საუბარი შეეხო არქივის დიგიტალიზაციას. სანოტარო არქივის გაციფრულება მნიშვნელოვნად შეამცირებს არქივში დაცული დოკუმენტაციის მოძიების დროს. მოქალაქეები კი, სანოტარო არქივიდან მასალების გამოთხოვის და მიღების კუთხით სწრაფ და სრულფასოვან მომსახურებას მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ნოტარიუსების თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65-დან 70 წლამდე გაიზარდა.

კრების ბოლოს ახალდანიშნული ნოტარიუსების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. 2022 წელს თანამდებობაზე სულ 13 ნოტარიუსი დაინიშნა. შედეგად, სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობა და გეოგრაფიული არეალი უფრო მეტად გაიზარდა. ზოგიერთ რაიონში კი სანოტარო მომსახურებას ერთდროულად რამდენიმე ნოტარიუსი ახორციელებს.

დღის ამბები