საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პეტრ პაველს ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
"გილოცავთ, პეტრ პაველ, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას. გისურვებთ წარმატებას და ველი თქვენთან მუშაობას ველი ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებულ საქართველო-ჩეხეთის ურთიერთობების გაღრმავებაზე," - წერს ზურაბიშვილი Twitter-ის პირად გვერდზე.
ცნობისთვის, პეტრ პაველმა ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. ქვეყნის მეთაურის თანამდებობაზე პაველი მილოშ ზემანს 8 მარტს ჩაანაცვლებს.