ჩეხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება ყოფილმა გენერალმა პეტრ პაველმა მოიპოვა. მას ამომრჩეველთა 58% დაუჭირა მხარი. კონკურეტნტმა და ყოფილმა პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა პეტერ პაველს ხმების დათვლის დასრულებამდე მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. 61 წლის პეტრ პაველი, მილოშ ზემანს ჩაანაცვლებს. ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს ვადა მარტში ეწურება.
მედიაში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩეხეთის ახალი პრეზიდენტი ლოვაკეთის პრეზიდენტთან ერთად უკრაინაში ვიზიტს გეგმავს. ისინი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.