14 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
რა ხარვეზებზე საუბრობენ "ნაციონალურ მოძრაობაში", სადაც მეორე დღეა შიდაპარტიული არჩევნები მიმდინარეობს

უკვე მეორე დღეა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის თავმჯდომარეს ირჩევს. პირველობისთვის ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან.

საარჩევნო კომისიაში მყოფი კონკრეტული კანდიდატების წარმომადგენლები გარკვეულ ხარვეზებზე საუბრობენ. ამომრჩევლების ნაწილი, დაახლოებით 4 000-მდე ადამიანი ვერ იღებს ვერიფიკაციის კოდს. პარტიაში აცხადებენ, რომ პრობლემები არჩევნების დასრულებამდე აღმოიფხვრება.

"ათასობით ჩვენმა ამომრჩეველმა ვერ შეძლო ხმის მიცემის პროცედურის დასრულება, ვინაიდან იყო შეფერხება, არ მოდიოდა სმს, ვერ გადიოდნენ ვერიფიკაციას, თუმცა დღეს კომისია იმსჯელებს და ამ პრობლემასაც ერთობლივად დავძლებთ," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილის წარმომადგენელმა საარჩევნო კომისიაში ლაშა ფარულავამ.

ამ დროის მონაცემებით, მხარდამჭერების 70%-მა უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, რაც 35111 ადამიანს შეადგენს. ხმის მიცემის პროცესი ფარულია და ხვალ დილის 10:00 საათზე შეწყდება.

დღის ამბები