"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პირველი კომენტარი გააკეთა არჩევნებში დამარცხების შემდეგ -მან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა. მელიას თქმით, ის პარტიიდან წასვლას არ გეგმავს.
"არჩევნები შედგა, მას ჰყავს კონკრეტული გამარჯვებული და ვულოცავ ამ შედეგს, ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანს - პარტია ემართოს ღირსებით და სიმართლით. მინდა, იმედი მქონდეს, რომ ის ამას მოახერხებს“, - განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% მიიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%. ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.