14 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
საქართველოს ავსტრიის კანცლერი ეწვია

საქართველოს ავსტრიის კანცლერი ეწვია. კარლ ნეჰამერის თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

სულ ცოტა ხანში კი მთავრობის ადმინისტრაციაში ავსტრიის ფედერალური კანცლერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია შედგება. გაიმართება პრემიერთან პირისპირ შეხვედრა.

მოგვიანებით კი ირაკლი ღარიბაშვილი და კარლ ნეჰამერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციაა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ავსტრია საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია.

"ვიზიტი მოწმობს, რომ ორ ქვეყანას შორის არის ძალიან მაღალი ორმხრივი დინამიკური ურთიერთობები. 2022 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუმრობდა ავსტრიას და დღეს უკვე გვაქვს შესაძლებლობა, ფედერალური კანცლერი მივიღოთ საქართველოში. ამ ვიზიტის ფარგლებში, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი განხილვები, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ და გავაღრმაოთ ორ ქვეყანას შრის არსებული ურთიერთობა.

ვიზიტი, რა თქმა უნდა, მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან იმპულსს ამ ურთიერთობებში. ხოლო მეორე მხრივ იქნება სიღრმისეული განხილვები, იმ მიმართულებით, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგა უკვე კონკრეტული ნაბიჯები. ის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ბრიუსელიდან. ასევე კანცლერს, რა თქმა უნდა, გავუზიარებთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც ამ მიმართულებით გადაიდგა.

ავსტრია ძალიან ძლიერია მხარდამჭერია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები ავსტრიის ფედერალური კანცლერი მხრიდან,"-აცხადებს ილია დარჩიაშვილი.

დღის ამბები