14 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ ჩემს ავსტრიელ კოლეგას საქართველოში, ამას შეგვიძლია ისტორიული ვიზიტი ვუწოდოთ - ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობის ადმინისტრაციაში, ავსტრიის კანცლერმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა ვიზიტს ისტორიული უწოდა. 

"მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ ჩემს ავსტრიელ კოლეგას საქართველოში, ეს საქართველოში ავსტრიის კანცლერის პირველი ვიზიტია, რომელსაც შეგვიძლია ისტორიული ვიზიტი ვუწოდოთ. მინდა მადლობა გადავუხადო მას, ჩვენ ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ზაფხულში, როდესაც ოფიციალური ვიზიტით ვენაში ვიმყოფებოდი. ჩვენ ახლაც გვქონდა დეტალური განხილვა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, უკრაინაში ომი არის უდიდესი გამოწვევა დღეს ევროპის კონტინენტზე, რაც ძალიან დიდი პრობლემაა მსოფლიოსთვის და ასევე ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენს ქვეყანას თავისი პრობლემები აქვს, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, 2008 წლის ომი იყო დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისთვის ამის შედეგი არის ე.წ. აღიარება ჩვენი ისტორიული ტერიტორიების. დღემდე გრძელდება ეს ოკუპაცია, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა, ჩვენ ამ გამოწვევას სწორი გონივრული პოლიტიკით ვპასუხობთ. მოვახერხეთ ბოლო 10 წელში ის, რომ საქართველ;ოში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითრება. ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო 10 წელში ევროინტეგრაციის გზაზე ყველა შესაძლო პროგრესს მიაღწია," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები