პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, საკანონმდებლო ორგანოში თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პრეზენტაციას უმასპინძლა.
პრეზენტაციაზე ფონდის მიერ 2 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამეს. ხელმძღვანელის, ლევან ბექაიას თქმით, ფონდი ფინანსურად მხარს უჭერს სხვადასხვა საგანმანათლებლო მიმართულებებს და აფინანსებს სტუდენტებს სტიპენდიებით, ასევე ახორციელებს პროექტებს საჯარო სკოლებში.
2022 წელს ორგანიზაციამ სასკოლო საგრანტო კონკურსი განახორციელა სადაც ჟიურიმ ორი გამარჯვებული გამოავლინა.
პრეზენტაციას დეპუტატებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეც ესწრებოდა.