14 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
ენმ-ში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ "ნაცმოძრაობა" არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მზადაა დააზიანოს ქვეყნის ინტერესები - გივი ჩხარტიშვილი

"ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის სოციალურ ქსელში,  "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და წერს, რომ მიმდინარე პროცესმა  "ნაცმოძრაობის" რეალური სახე აჩვენა. 

ამასტან, გივი ჩხარტიშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მზადაა დააზიანოს ქვეყნის ინტერესები. 

"მინდა გამოვეხმაურო თავმჯდომარის სკამისთვის დაუნდობელ ბრძოლას "ნაციონალურ მოძრაობაში". 

ამ პროცესმა კიდევ ერთხელ გააშიშვლა მსჯავრდადებული სააკაშვილის პარტიის რეალური სახე. კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედი ეს ძალა, მზად არის, ბინძური მეთოდებით, ფარული ჩანაწერებითა და კომპრომატებით ებრძოლოს ერთმანეთსაც კი. 

ამ პროცესმა დაადასტურა ის, რაზეც "ქართული ოცნების" გუნდი დიდი ხანია საუბრობს - ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც   ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მზადაა დააზიანოს ქვეყნის ინტერესები. 

ამ პროცესმა და არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა,  რომ "ნაციონალური მოძრაობა"   არა თუ სერიოზული ოპოზიციური ძალა, საერთოდაც არ არის პარტია. ეს არის პატარ-პატარა ზონდერ ჯგუფების გაერთიანება, ორიენტირებული მხოლოდ ნგრევაზე, ძალადობაზე, ქვეყნის საზიანო, მოღალატებრივ ქმედებებზე. 
ფარსია პარტიაში ნიკანორ მელიას დარჩენაც და დროის საკითხია  მისი  წასვლაც ნაცმოძრაობიდან. 
სავარაუდოდ მალე ვიხილავთ მის ალიანსს გახარიასთან, რომელიც პრემიერობიდან სწორედ მელიას დაკავების მოტივით გადადგა. 

სწორედ ამიტომაც არის, რომ ყველა კვლევით ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს" ქართულ ოცნებას" და მის პოლიტიკას. დარწმუნებული ვარ,  პრაგმატული პოლიტიკით 2024 წლის  არჩევნებშიც "ქართული ოცნება" კვლავ მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში,"-წერს გივი ჩხარტიშვილი

დღის ამბები