14 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
"წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ მუშაობს პერსონალი, იმიტომ, რომ უკვე გადავიდნენ მუქარებზე" - ზურაბ ჩხაიძე

"ვივამედის" კლინიკური დირექტორი მუქარაზე საუბრობს. ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა და მუქარის შემცველ ტექსტურ შეტყობინებებს ის, მისი ოჯახის წევრები და თანამშრომლები იღებენ.

ექიმი ამბობს, რომ მიზეზი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მედიაში გავრცელებული ვერსიებია. ზურაბ ჩხაიძე შესაბამის უწყებებს მიმართავს და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

"წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ მუშაობს პერსონალი, იმიტომ რომ უკვე გადავიდნენ მუქარებზე. არა ჩვენზე კონკრეტულად, უკვე ოჯახის წევრებზეც. ამიტომ, ყველა ეს ადამიანი დასახელდება, ყველა ამ ადამიანით დაკავდება შესაბამისი სამსახურები, მე ვფიქრობ, რომელსაც ეს ევალება, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს. და ყველა ამ ქმედებას მოჰყვება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა," - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

დღის ამბები