"31 იანვარს ევროპის საბჭო აკეთებს ასეთ უმნიშვნელოვანეს განცხადებას და უპირობოდ აღიარებს საქართველოს ევროპულ მომავალს. დასკვნები თავად გააკეთეთ" - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
ექსპერტი ევროკავშირის ევროპულ საბჭოსთან თანამშრომლობის 2023-2024 წლების პრიორიტეტების შესახებ დასკვნებს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა.
როგორც ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძე სტრასბურგში მართავს უმაღლესი დონის შეხვედრებს, რაც ხდება 24 იანვრამდე, ხოლო 31 იანვარს ევროპის საბჭო აკეთებს ასეთ უმნიშვნელოვანეს განცხადებას.
"უმარტივესი მოცემულობა, ირაკლი კობახიძე ჩადის სტრასბურგში, ევროპის საბჭოში და მართავს უმაღლესი დონის შეხვედრებს მარია ბურიჩთან და ტინი კოქსთან. ეს ყველაფერი ხდება 22 იანვრიდან 24 იანვრამდე, 31 იანვარს ევროპის საბჭო აკეთებს ასეთ უმნიშვნელოვანეს განცხადებას და უპირობოდ აღიარებს საქართველოს ევროპულ მომავალს დასკვნები თავად გააკეთეთ," - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.