14 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
კანონით დაშვებული ყველა მეთოდი უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ გადარჩეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე - დავით კირკიტაძე

ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებისთანავე, მელიას მხარდამჭერებმა დაკავებული თანამდებობები დატოვეს.

პარტიული პოსტებიდან წავიდნენ კობა ნაყოფია, აკო მინაშვილი, ბაჩო დოლიძე, გიორგი პატარაია და აჭარის ორგანიზაციის თავჯდომარე გიორგი კირთაძე. თუმცა ისინი ამბობენ, რომ პარტიის წევრებად დარჩებიან. როგორ გადანაწილდება ეს თანამდებობები, ჯერჯერობით, უცნობია.

ამასთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ პარტიის ასე დაყოფა წარმოუდგენელია, თუმცა თანაპარტიელების არჩევანის თავისუფლებას არ უზღუდავს და ამბობს, რომ მათი ნებაა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

"რაც შეეხება პარტიის აღმასრულებელ სტრუქტურას თუ პოლიტიკურ საბჭოს, უახლოეს დღეებში "ნაციონალური მოძრაობა" გამართვას ყრილობას და იქ ყველაფერი ცხადი გახდება. ჩემთვის ასეთი დაყოფა ამ პარტიაში გასაოცარია.

ნება მათია, "ნაციონალური მოძრაობა" გახდება უფრო აქტიური, უფრო ეფექტური "ნაციონალური მოძრაობის" წინაშე მდგომი ამოცანების დასაძლევად. კანონით დაშვებული ყველა მეთოდი უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ გადარჩეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე," - აცხადებს დავით კირკიტაძე.

დღის ამბები