14 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
სანამ ხაბეიშვილი სააკაშვილის გათავისუფლების გეგმაზე მუშაობს, კლინიკა ვივამედი ექსპრეზიდენტის გარემოცვის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს - რა ხდება კლინიკაში და რას ამბობენ ექიმები

ვივამედის თანამშრომლებზე კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, ზეწოლა ხორცილედება. ზურა ჩხაიძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის გარემოცვიდან კონკრეტული პირები ვივამედის პერსონალის ოჯახის წევრებსაც ემუქრებიან. კლინიკის ხელმძღვანელობა მათ დასახელებას და საგამოძიებო უწყებაისთვის მიმართვას აპირებს.

მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა ამტკიცებს, რომ ვივამედის თანამშრომლები პატიმარ ექსპრეზიდენტზე სათანადოდ არ ზრუნავენ და მსგავსი შინაარსისი განცხედებებით პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობენ. ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ ექიმები მუქარას საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებს უწოდებენ. უფრო მეტიც, სააკაშვილის თანაპარტიელები კლინიკის მედპერსონალს რჩევასაც აძლევენ:

ნაციონალური მოძრაობის წევრებისგან განსხვავებით, თავად მიხეილ სააკაშვილსა და მის ოჯახის წევრებს ვივამედის ექიმების კომპეტენციაში ეჭვი არ ეპარებათ, თუმცა გიული ალასანია ამბობს, რომ პატიმარ ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა, რადგან სააკაშვილმა ღამით გონება ისევ დაკარგა.

გიული ალასანიას მსგავსად გონების დაკარგვის შესახებ თავად პატიმრისგან შეიტყვეს კლინიკა ვივამედის თანამშრომლებმა. აღმოჩნდა, რომ ფაქტს არავინ შესწრებია. კლინიკური დირექტორის, ზურა ჩხაიძის ინფორმაციით კი, მას შემდეგ რაც ექიმებმა ის შეამოწმეს, სააკაშვილს სხეულზე დაზიანებები არ აღმოაჩნდა.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ კიდევ ერთი ურთიერთგამორიცხავი ინფრომაცია გავრცელდა დღის ბოლოს. გიორგი ჩალაძე ამტკიცებდა, რომ ექსპრეზიდენტი ექიმებს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაჰყავდათ. მოგვიანებით იგივე თქვა სააკაშვილის ადვოკატმაც. თუმცა კლინიკა ვივამედში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს და თქვეს, რომ პატიმარი პალატაში რჩება და მას აღარც კოვიდი აქვს

სააკაშვილის თანაგუნდელები რომ პატიმარი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებენ, ამაზე ქართულ ოცნებაშიც საუბრობენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის მტავარი მიზანია, მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან დაიხსნან.

მიხეილ საააკაშვილი უკვე რამდენიმე თვეა ვივამედის კლინიკაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობსი შესახებ ხშირად ვერცლდება ურთერთგამომრიცხავი ინფორმაციოა მისი გარემოცისა და თავად კლინიკის ექიმებსი მხრიდან.

 

დღის ამბები