14 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
ისრაელსა და პალესტინას შორის ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბული რჩება - ენტონი ბლინკენმა მხარეებს კრიზისის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა ურჩია

ისრაელსა და პალესტინას შორის ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბული რჩება. ვითარების დეესკალაციისთვის იერუსალიმში ამერიკის სახელმწიფო მდივანი სპეციალურად ჩაფრინდა. ენტონი ბლინკენმა მხარეებს კრიზის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა ურჩია და შეშფოთება გამოთქვა იმ ფაქტების გამო, რამაც დაპირსპირება გამოიწვია.

ისრაელმა სინაგოგაში მომხადრი სროლის შემდეგ, რომლის დროსაც 7 ადამიანი დაიღუპა, პალესტინაში სამხედრო რეიდი განახორციელა და მებრძოლების ლიკვიდაცია მოახდინა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი საკუთარ მოქალაქეებს იარაღის ტარებისკენ მოუწოდა, რათა თავი პალესტინელების შესაძლო თავდასხმისგან დაიცვან.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა შეხვედრა ნეთანიაჰუს შემდეგ პალესტინის ავტონომიის ლიდერ მაჰმუდ აბასთანაც გამართა. ენტონი ბლინკენი იმედოვნებს, რომ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ. ოფიციალურ ვაშინგტონს ახლა ყველაზე მეტად ისრაელისა და პალესტინის ავტონომიას შორის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ბედი ადარდებს.

ებრაელი სამხედროების რეიდის შემდეგ პალესტინელები დაიმუქრნენ რომ ისრაელის სპეცსამსახურებთან აღარ ითანამშრომლებენ. პალესტინი პოლიტიკურ ელიტაზე წნეხს ახდენს ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასიც.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია პალესტინის ადმინისტრაციის პოზიცია.

"ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, თუ რას აკეთებს პალესტინის ადმინისტრაცია პალესტინელი ხალხის ცხოვრების გასაუმჯობესებლად ასევე, ისრაელთან ურთიერთობისთვის. უპირველეს ყოვლისა, ახლანდელი ძალადობის ციკლის დასასრულებლად, დაძაბულობის შესამცირებლად და არა ესკალაციისკენ. მე მოვისმინე პალესტინელებისგან, მათ შორის პრეზიდენტ აბასისგან, ასევე ისრაელისგან იდეები,"- აცხადებს ბლინკენი. 

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ აუცილებელია რეჟიმმა ბირთვული იარაღი ვერ მოიპოვოს. 

"საერთო კონსენსუსია, რომ ამ რეჟიმმა ბირთვული იარაღი ვერ მოიპოვოს. ძალიან კარგი განხილვა გვქონდა ამ საფრთხის წინააღმდეგ ერთობლივ მუშაობაზე. ჩვენი და ჩემი პოლიტიკაა, გავაკეთოთ ყველაფერი, ისრაელის შესაძლებლობის ფარგლებში, რათა არ დავუშვათ, ირანის მიერ ბირთული იარაღის დამზადება და გამოყენება,"- აცხადებს ნეთანიაჰუ. 

დღის ამბები