14 ნოემბერი 2024,   21:11
ვრცლად
ნევროლოგის განცხადებით, კახექსია არ არის მხოლოდ შიმშილობა და ის დაკავშირებულია ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა ფილტვების ობსტრუქციული დაავადება, სიმსივნე, რევმატოიდული ართრიტი

ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ კახექსია არ არის მხოლოდ შიმშილობა და ის დაკავშირებულია ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა ფილტვების ობსტრუქციული დაავადება, სიმსივნე, რევმატოიდული ართრიტი.

მისივე განცხადებით, გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილს კახექსიის მეოთხე დონე აქვს, რაც სიმსივნიანი პაციენტებისთვისაა დამახასიათებელი.

"კახექსია არ არის მხოლოდ შიმშილობა. კახექსია არის წონაში კლება და ანთებადი მარკერებიც. თუ კახექსიას ლიტერატურაში ნახავთ, ის დაკავშირებულია ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა ფილტვების ობსტრუქციული დაავადება, სიმსივნე, რევმატოიდული ართრიტი - დაავადებები, რომლებიც თითქოს ამ პაციენტს არ აქვს, მაგრამ პროტოკოლით თუ მივუდგებით, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება კრიტერიუმების მიდგომა. ამდენად, ჩემი აზრით, ეს არ არის გამოწვეული მთლად შიმშილით, ამაზე მიუთითებს ანემიის გაღრმავება და ცხელება, რომელიც ვერ ავხსენით.

თუ კახექსიას კრიტერიუმებით მივუდგებით, მეოთხე დონე გამოდის, რაც არის სიმსივნეებთან შეფასებული და არ არის შეფასებული ჩვეულებრივ ავადმყოფობებთან. მეოთხე დონის კახექსია სერიოზული განაცხადია, სიმსივნეების შემთხვევაში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აქვს - მედიანური 4 თვე, ანუ მაქსიმუმ 8 თვე, თუმცა ეს კვლევები ძირითადად სიმსივნეებზეა ჩატარებული და სხვა პაციენტებზე ასეთი ტიპის კვლევები არ ტარდება. თუმცა კახექსია თავისთავად ძალიან მძიმეა და სავარაუდოდ, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას მკვეთრად შეეხება," - აცხადებს ნევროლოგი თენგიზ წულაძე.

დღის ამბები