14 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
გაჭიანურებაზე საუბარი და ჩვენსკენ პრეტენზიის წამოყენება უსაფუძვლოა, ვინაიდან დაწყების დღიდან დღემდე მხოლოდ დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვები მიმდინარეობს - გელა ნიკოლეიშვილი

დაწყების დღიდან მიმდინარეობს მხოლოდ დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვები, ამიტომ გაჭიანურებაზე საუბარი და ჩვენსკენ პრეტენზიის წამოყენება არალოგიკური და არასაფუძვლიანია - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა 

"გაჭიანურებაზე საუბარი და ჩვენსკენ პრეტენზიის წამოყენება არალოგიკური და არასაფუძვლიანია. ჩვენი მხრიდან არავითარ გაჭიანურებას არ აქვს ადგილი და ვერ ექნება, ვინაიდან დღემდე, დაწყების დღიდან მიმდინარეობს მხოლოდ დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვები. ალბათ 3 სხდომაში დასრულდება მათი დაკითხვა და გამოვა ისე, რომ 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა, ხოლო პენიტენციური სამსახურის მოწმეების დაკითხა დაახლოებით 1 კვირაში ან 10 დღეში დასრულდება,"- აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.

დღის ამბები