ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი თბილისშია. გორდან გრილიჩ რადმანმა შეხვედრა ილია დარჩიაშვილთან გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხელი მოეწერა საგარეო უწყებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს.
გაფორმდა ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაც. ხორვატიელი დიპლომატის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ფარგლებში განხორციელდა. გაკეთდა განცხადებებიც.
"მადლობას გიხდით თბილი შეხვედრისთვის. განსაკუთრებით მოხარული ვარ, ვიყო პირველი ხორვატი საგარეო საქმეთა მინისტრი ვინც თბილისს ეწვია, ეს ისტორიული ვიზიტია. რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შევეხეთ და შევთანხმდით, რომ გავაღრმავებთ ორმხმრივ თანამშრომლობას ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურუიზმის, ენერგეტიკისა და კულტურის მიმართულებით. დღეს მე დავადასტურე ხორვატიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ, მისთვის პერსპექტივის მინიჭების შემდეგ, ვიმედოვნებთ რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად წავა წინ და მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ამ მხრივ შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ. ჩვენ ვიცით, რომ ესაა გრძელი გზა, მაგრამ ამავე დროს ძალიან სარგებლიანიც. მივესალმებით თქვენს ძალისმევას ამ მიმართულებით. მსურს გამოვხატო პატივისცემა თქვენს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
ორდღიან ვიზიტის ფარგლებში მოვინახულებ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზსაც. როგორც ქვეყანას, ვისაც საკუთარ თავზე გამოუციდა ოკუპაცია - გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საქმეში. ძალიან მიხარია ზაგრებში საქართველოს საელჩოს გახსნა, გეპატიჟებით ხორვატიაში რომ ეს ავღნიშნოთ," - განაცხადა გორდან გრილიჩ რადმანმა.