შიდაპარტიული არჩევნების შემდეგ ვანო მერაბიშვილის პირველ ინტერვიუს აფასებენ "ნაციონალური მოძრაობის" ნიკა მელიას ფლანგში.
პარტიის წევრის, ბაჩო დოლიძის თქმით ვანო მერაბიშვილი პრობლემაა "ნაციონალური მოძრაობისთვის" და ამ კონფიგურაციით პარტია მუდმივად ოპოზიციაში ყოფნისთვისთვისაა განწირული.
"დღესაც მიმაჩნია რომ ვანო მერაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობისთვის" არის პრობლემა, პირდაპირ მინდა გითხრათ, პარტია ამ კონფიგურაციაში განწირულია მუდმივად ოპოზიციაში ყოფნისთვის, რაც მე არ მინდა, იმიტომ რომ ამ პარტიას უნიკალური შანსი აქვს, უნიკალური პლატფორმაა ამ ხელისუფლების, მმართველი გუნდის ცვლილებისთვის.
წარმოუდგენელია თანამშრომლობა, აქ საუბარი არ არის თანამშრომლობაზე, აქ საუბარია რაზე - თუ ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი და ჩვენ ვხედავთ თუნდაც ახალი მენეჯმენტის მხრიდან კონკრეტულ გადადგმულ ნაბიჯებს, სადაც რეზულტატის მიღწევა არის შესაძლებელი, ჩვენ მანდ ვიქნებით," - აცხადებს დოლიძე.