14 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
მერაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობაში რიგითი სტატუსით არის ჩართული - დიმიტრი შაშკინი

შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მარკ ფეიგინისთვის მიცემულ ინტერვიუს ეხმაურებიან "ნაციონალურ მოძრაობაში".

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, დიმიტრი შაშკინის თქმით, მერაბიშვილი პარტიის საქმიანობაში რიგითი სტატუსით არის ჩართული.

"ვანო მერაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას არ აინტერესებს არანაირი თანამდებობები საქართველოში და ის როგორც რიგითი წევრი, მხარს უჭერს "ნაციონალურ მოძრაბოას". ჩვენ ყველა ვართ ერთად, ვანო მერაბიშვილი არის ენმ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა არის ჩართული, როგორც ყველა ჩვენთაგანი, რიგითი სტატუსით ენმ-ის საქმიანობაში," - განაცხადა შაშკინმა.

დღის ამბები