14 ნოემბერი 2024,   21:14
ვრცლად
ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა
ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის დელეგაციის წევრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრა გამართეს. მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები დასახეს. 
 
მხარეებმა ასევე განიხილეს მხარეთა შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია მომსახურების სააგენტოს ეწვია, სადაც გაეცნენ მომსახურების სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას.
დღის ამბები