საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო პრემიერ ღარიბაშვილის და ამერიკელი სენატორების შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
საელჩოს ოფიციალური გვერდი წერს, რომ "სენატორ შაჰინისა და დურბინის ვიზიტი არის გზავნილი, რომ შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდით რჩება და მხარს დაუჭერს მას დემოკრატიის ევროპულ გზაზე":
"სენატორები შეხვდნენ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, რათა განეხილათ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყნების ინტერესების წინ წაწევა და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე აშშ-ის კონგრესის უწყვეტი ფოკუსი. მათ ხაზი გაუსვეს პრემიერმინისტრის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რომელიც ევროპული კომისიის 12 პუნქტის შესრულებაზე გადის," - ვკითხულობთ განცხადებაში.