14 ნოემბერი 2024,   21:15
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ხანმოკლე ბოიკოტი დასრულებულია - ორად გაყოფილ პარტიაში ერთ ნაწილს პარლამენტში დარჩენა სურს, მეორე ქუჩის აქციებს უალტერნატივოდ მიიჩნევს

"ნაციონალური მოძრაობის" მორიგი ხანმოკლე ბოიკოტი დასრულებულია. ოპოზიციური პარტია, რომელმაც ექსპრეზიდენტის პატიმრობაში დატოვება საპარლამენტო ბოიკოტით გააპროტესტა, ახლა დარწმუნებულია რომ "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონის განხილვებში უნდა ჩაერთოს. უფრო კატეგორიულიც კი იყო მეორე ნაწილი,სადაც ამბობენ რომ სამომავლოდ პარლამენტის დატოვებაზე საუბრებიც კი უნდა დასრულდეს.

თანაგუნდელებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს "ნაცმოძრაობის" ახლად არჩეულ თავმჯდომარეს. ხაბეიშვილი ბოიკოტს კვლავ უალტერნატივოდ მიიჩნევს.

თანაპარტიელებს თანმიმდევრულობა დაუწუნეს ნიკა მელიას ფლანგის წარმომადგენლებმა. მათი აზრით, ახლა პარტიაში გადაწყვეტილებები შეუთანხმებლად მიიღება, რაც საერთო პროცესს აზიანებს.

"ნაციონალური მოძრაობის" მორიგ დაბრუნებას ნაციონალური მოძრაობის მორიგ დაბრუნებას არასერიოზულს უწოდებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებში. კანონმდებლების ნაწილი კოლეგებს პარტიიდან წასვლასაც კი ურჩევს.

უწოდებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებში. კანონმდებლების ნაწილი კოლეგებს პარტიიდან წასვლასაც კი ურჩევს.

"ნაციონალურ მოძრაობას" არცერთ კონდიციაში პოლიტიკაზე გავლენის რესურსი აღარ აქვს - ასე შეაფასეს ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალის მორიგი საპარლამენტო დაბრუნება, მმართველი გუნდის ლიდერებმა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ნაცმოძრაობა კლანური დაპირისპირებების რეჟიმში არსებობს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" საპარლამენტო ბოიკოტი, სასამართლოს მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გადაყვანაზე უარის თქმის შემდეგ გამოაცხადა. თუმცა პარტიის პროტესტი მხოლოდ რამდენიმე კვირას გაგრძელდა.

დღის ამბები