14 ნოემბერი 2024,   21:16
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ქალაქ ანთაქეაში გაემგზავრება და დელეგაციასთან ერთად ქართველ მაშველებს მოინახულებს - საქართველოს ელჩი თურქეთში

პრემიერის ხელმძღვანელობით საქართველოს სამტავრობო დელეგაცია თურქეთში გაემგზავრა.  საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ქალაქ ანთაქეაში გაემგზავრება და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ქართველ მაშველებს მოინახულებს.

"ვიზიტის ფარგლებში შედგება შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯიფ თაიფ ერდოღანთან, რომლის დროსაც ჩვენი პრემიერ-მინისტრი პირადად მიუსამძიმრებს და თანადგომას გამოუცხადებს პრეზიდენტს მთავრობასა და თურქ ხალხს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ჩვენი დელეგაცია გაემგზავრება სტიქიის ზონაში, კერძოდ, ჰათაის პროვინციის ქალაქ ანთაქეაში, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა დამანგრეველი მიწისძვრის გამო. პრემიერ-მინისტრი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად მოინახულებს ჩვენ გმირ ქართველ მაშველებს, რომლებიც პირველივე დღიდან იმყოფებიან თურქეთში. როგორც მოგეხსენებათ მათი ჩამოსვლა ორ ეტაპად განხორციელდა, მათი საერთო რაოდენობა 200 კაცამდეა და ჩვენმა მაშველებმა არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს. ასევე, ვიზიტის დროს პრემიერი მოინახულებს სტიქიის ლიკვიდაციისა და სამაშველო ოპერაციის მსვლელობას," - აღნიშნა ჯანჯღავამ.

დღის ამბები