პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილზე "კრედიტ სუისის" მხრიდან ხდება არაფორმალური სანქციების დადება და შანტაჟი ადამიანზე, რათა ივანიშვილი ჯერ პოლიტიკაში ჩართოს, შემდეგ კი ომში ჩართოს ქვეყანა.
ამ განცხადებით მამუკა მდინარაძე იმ გამოუქვეყნებელ სტატიას ეხმიანება, რომელიც "კრედიტ სუისის" მენეჯმენტს ეხებოდა.
"ეს არის , პრაქტიკულად, არაფორმალური სანქციები დადებული, ადამიანზე, რომელსაც ამ სანქციებით აშანტაჟებენ, რომ ის ჩაერთოს პოლიტიკაში იმ მიზნით რომ მერე ქვეყანა ჩაერთოს ომში.
მსოფლიოში საბანკო სისტემის ისტორიაში მსგავსი არგუმენტი აქამდე არ არსებობს, როდესაც ადამიანი თავის კუთვნილ თანხებს რიცხავს სადღაც, უთითებს ქველმოქმედებას დანიშულებაში და ბანკი ეუბნება, შვილებზე იზრუნე, რას კადრულობ, ქველმოქმედებაში როგორ შეიძლება ამხელა ფულის დახარჯვა, შენი შვილები შეიძლება დარჩნენ ამ თანხების გარეშეო, ამის შემდეგ ადამიანი თანხის მესაკუთრე ეუბნება, გენდობით, თქვენ გაანაწილეთ ჩემს შვილებზე როგორც გნებავთო და მერე არგუმენტით უბრუნდებიან - არა ჩვენ ვერ გავანაწილებთ, რადგან შემდეგ მათ მემკვიდრეებზე - ჯერ არდაბადებულ მემკვიდრეებზეა საუბარი - იმათზე როგორ გადანაწილდება, კაცმა არ იცისო. ეს ხომ სიტყვა "აბსურდსაც" კი აუფასურებს, იმდენად თავხედური შეტევა და შანტაჟის პირდაპირი მტკიცებულებაა,"-აცხადებს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის: ბიძინა ივანიშვილის იურიდიული მრჩევლები წერილი პოლიტიკური შეფასებების თემაა. "ემ ქეი დის" განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაქტები იძლევა საფუძველს, რომ გააკეთონ დასკვნა - "კრედიტ სუისს-ის" მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს და მიზანმიმართულად ანგრევს საკუთარი ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს. ტექსტში ნათქვამია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, "კრედიტ სუსისის"მოქმედება ლოგიკისგან დაიცალა. ბენეფიციარის მოთხოვნების დაკმაყოფილება საკუთარ აქტივებთან მიმართებით ხელოვნურად დაუკავშირდა ბიძინა ივანიშვილთან დაუკავშირებელ გარემოებებს: "აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს".