14 ნოემბერი 2024,   21:13
ვრცლად
"ევროპის მასშტაბით არსებობს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა"- გურამ მაჭარაშვილი "კრედიტ სუისზე" მომზადებული სტატიის დაბლოკვის თაობაზე 

პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი აცხადებს, რომ როგორც კი "კრედიტ სუისზე" სტატია მის მენეჯმენტს შეეხება, მედია და საინფორმაციო სააგენტოები ავტომატურად ბლოკავენ მას.

გურამ მაჭარაშვილი ამბობს იმასაც, "კრედიტ სუისის" ქმედებები მიმართულია სააკაშვილის გათავისუფლებისაკენ. 

"ევროპის მასშტაბით არსებობს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. მაგალითად "კრედიტ სუსითან" დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებს სურთ თავიანთი პოზიცია გამოაქვეყნონ, ბანკზე თუ არის ეს სტატია პრობლემა არ აქვს, როგორც თავად ამბობენ, როგორც კი იქ სიტყვა მენეჯმენტი გაერევა იმ წუთში იბლოკება ყველა სააგენტოში ასეთი სტატიის გამოქვეყნება.

ეს უკვე დაამოწმა ევროპარლამენტმა თავისი რეზოლუციით. სადაც პირდაპირ ჩაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილის თანხები იმიტომ არის დაგირავებული, რომ სანამ უკანონო პატიმარ სააკაშვილს არ გამოუშვებთ, მანამდე ამ თანხებს არაფერი არ ეშველება,"-აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები