26 მაისი 2024,   18:13
ვრცლად
პოლიციამ ეს ამოცანა შეასრულა, არავინ არ დაზარალებულა - შალვა პაპუაშვილი პრაიდის ღონისძიების ჩაშლასა და მათ საწინააღმდეგო აქციაზე

"პრაიდის ფესტივალის" ღინისძიების წინააღმდეგ გამართულ აქციას მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან. "ქართული ოცნებისთვის" ძალადობა მიუღებელია. მათი განცხადებით, სახელმწიფო ნებისმიერ კანონგარეშე აქტს შესაბამის პასუხს გასცემს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ აქციაზე ადამიანები არ დაზიანდნენ და ამ მხრივ პოლიციამ ამოცანებს თავი კარგად გაართვა.

"არავინ არ დაზიანებულა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ ეს ამოცანა შეასრულა. რაც შეეხება თავად ღონისძიების ჩაშლას და იმ ადამიანებს, რომებიც პოლიციას უწევდნენ წინააღმდეგობას, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ძალადობა არის დასაგმობი.

პოლიციას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა. როდესაც ხდება აგრესიის გამოვლენა ღონისძიების ხელის შეშლა, რა თქმა უნდა, პოლიცია თავის შესაძლებლობების ფარგლებში მოქმედებს,"-აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, პრაიდის ფესტივალის ფარგლებში ლისზე დაგეგმილი ფესტივალი ჩაიშალა, ვინაიდან მათი საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა, მას შემდეგ, რაც პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ფესტივალის ტერიტორიაზე აგრესიულად შეიჭრნენ, პოლიციამ პრაიდის ღონისძიების მონაწილეები ადგილიდან გაიყვანა. ფესტივალისთვის დაგეგმილი ტერიტორია კი აგრესიული აქციის მონაწილეებმა დაარბიეს. 

დღის ამბები