20 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
მევენახეებმა კახეთში ბაკურციხე-თბილისის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს

მევენახეების აქცია კახეთში გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებმა გურჯაანის გამგეობის ტერიტორია დატოვეს. 

6 კილომეტრი აქციის მონაწილეებმა ფეხით გაიარეს და ამ წუთებში მათ გურჯაანი-ბაკურციხე-თბილისის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. 

აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და ხელისუფლებას ყურძნის ფასის ზრდისკენ მოუწოდებენ. 

აქციაზე იმყოფება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ პრემიერ-მინისტრის განცხადებას უპასუხა

დღის ამბები