14 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
ნათია თურნავა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა, მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს ეროვნული ბანკსა და მსოფლიო ბანკს შორის მრავალწლიანი თანმშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. მათ შორის, საუბარი მყისიერი გადახდები სისტემის დანერგვის თემასაც შეეხო.

„30 წელზე მეტია მსოფლიო ბანკი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. მთავარი თემები რაზე დღეს ვისაუბრეთ ის პროექტებია, რომელიც ეროვნულ ბანკში სწორედ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მყისიერი გადახდების სისტემა, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება. აღნიშნული გაცილებით უფრო მარტივს და ხელმისაწვდომს გახდის გადახდების სისტემას საქართველოში. ასევე, ვისაუბრეთ სხვა გეგმებზე, მათ შორის, მდგრად დაფინანსების პროდუქტებსა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე. მთლიანობაში ძალიან პოზიტიური შეხვედრა შედგა. ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

„მსოფლიო ბანკისთვის დიდი პატივია საქართველოს ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობა. ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში ვმუშაობთ ახალი შესაძლებლობების უკეთ ათვისებასა და სხვა საკრედიტო ოპერაციებზე. ცენტრალური ბანკი როლი მნიშვნელოვანია მთავრობასთან ერთად მიმდინარე რეფორმების განხორციელებაში. დღევანდელი სამუშაო შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულებების პროექტები განვიხილეთ, რომლებზეც ერთობლივად ვმუშაობთ“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.

დღის ამბები